შეხვედრა სპორტსმენებთან

01 ივლისი 2024, 19:57 499 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე ჩვენი რეგიონის სპორტსმენებმა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი ოლიმპიადის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ჩემპიონობა მოიპოვეს ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთელ გოგონათა გუნდმა, რომელმაც ოლიმპიადაზე როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგშიც გაიმარჯვა.

დღეს წარმატებულ სპორტსმენებთან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა, სადაც განვლილ ოლიმპიადაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აქვე გეტყვით, რომ უჩხოს ვაჟ ფრენბურთელთა და ვაშლოვანის მაგიდის ჩოგბურთელ გოგონათა გუნდები 2025 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი