საქართველო ფორმაშია - ევროპული ზღაპარი გრძელდება

29 ივნისი 2024, 20:15 304 ნახვა

ხვალ 23 საათზე ზღაპარი გაგრძელდება, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში სამგზის ევროპის ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, თუმცა გულშემატკივრების აზრით პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე ასევე ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის დამარცხების შემდეგ,

შანსი მის რომ მისი მეზობელიც დავამარცხოთ ნამდვილად არსებობს, სპეციალისტები მიიჩნევენ რომ ჩვენი გუნდის შანსები სწრაფ კონტრშეტევაში და თავდამსხმელების მაღალ ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული, დაცვის ნაწილში კი მთავარი იმედი ამ ტურნირის საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში