კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია ხელოვნების უნივერსიტეტში

29 ივნისი 2024, 18:10 371 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა კონცერტი სტუდენტების მონაწილეობით და მანტიების გადაცემის ცერემონია.

სასწავლებლის სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელ კურსზე 40-მდე სტუდენტი სწავლობს.

სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შემდეგ ისინი დიპლომებს მიიღებენ. რაც შეეხება კურსდამთავრებულთა დასაქმებას, რექტორის თქმით, მაჩვენებელი მზარდია.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს 17 საგანმანათლებლო პროგრამა აქვს.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში