შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ ბათუმი წელსაც უმასპინძლებს

28 ივნისი 2024, 11:58 417 ნახვა

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელსაც განხორციელდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, დებატებში ჩართვა ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ.

"მონაწილეებს საშუალება ექნებათ, აგვისტოს ბოლომდე იმოგზაურონ აჭარაში, შექმნან და გამომწერებს გაუზიარონ საინტერესო კონტენტი და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები.

კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

პროექტი პირველად გასულ წელს ჩატარდა და ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ჯამში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა.

followajara.ge - მონაწილეები აღნიშნულ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას პირველი ივლისიდან შეძლებენ" - განმარტავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი