საგარეო უწყების განცხადება

01 აპრილი 2017, 00:00 1610 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები დაიცვას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და მიიღოს ზომები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ჯეროვანი რეაგირების მიზნით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი