დღეს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება

26 ივნისი 2024, 10:02 616 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა, ხოლო პორტუგალია 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ჯგუფიდან გასვლა პირველი პოზიციით განაღდებული აქვს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ითამაშებს.

საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში