მასწავლებელთა კონფერენცია ქედაში 

25 ივნისი 2024, 14:03 750 ნახვა

„სწავლა - სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები" - ამ სახელწოდების მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა ქედაში.

კონფერენციაში 200-მდე პედაგოგი იყო ჩართული და მისი მიზანი მასწავლებელთა თვითგანვითარების გაზრდა, გამოცდილების გაზიარება მიმდინარე სასწავლო წლის შეჯამებაა.

მონაწილეებმა მოხსენებები საკუთარი გამოცდილებისა და ჩატარებული აქტივობების შესახებ წარადგინეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში