პოლიტიკური განცხადებები 

25 ივნისი 2024, 14:05 332 ნახვა

ევროინტეგრაცია და ჯოზეფ ბორელის განცხადება იყო დღეს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა.  ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის  განცხადებით, საქართველოს პარტნიორების მხრიდან გაბუტვა და მუქარები კი არა, სერიოზული დიალოგი და მხარში დგომა სჭირდება.

ოპოზიციამ მმართველი გუნდი ალტერნატიული რეალობის შექმნასა და ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. 

დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, გუშინ ევროპიდან მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ  ისინი საქართველოს ევროპას აშორებენ. ოპოზიციის განცხადებით, შექმნილ მდგომარეობაზე  ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ოპოზიციას  პარლამენტის თავმჯდომარემ  უპასუხა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი