სახალხო დამცველის ანგარიში 

25 ივნისი 2024, 10:03 292 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  სახალხო დამცველს მოუსმენენ, ლევან იოსელიანი  დეპუტატებს  2023 წლის  ანგარიშს წარუდგენს. დოკუმენტში მთავარი აქცენტები საოკუპაციო  ხაზთან მცხოვრები ადამიანების  უფლებების დარღვევებზე, ქვეყანაში  გენდერული ნიშნით  ჩადენილი დანაშაულებისა და ძალადობის  ფაქტების სიმრავლეზე კეთდება, ასევე ანგარიშში საუბარია შოვის ტრაგედიის სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზე, ქვეყანაში  სიღარიბისა და უსახლკაროთა  მაჩვენებლებზე. 

სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არასათანადო გარემოსა და ქმედებების შესახებ, ასევე აღსანიშნავია, რომ იოსელიანი ანგარიშში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ჟურნალისტებს მუშაობისთვის სათანადო  გარემო ქვეყანაში არ აქვთ შექმნილი.

ლევან იოსელიანის ანგარიშის მოსმენამდე სხდომაზე  გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში