საზღვაო სფერო და ამ სფეროში ჩართული თითოეული ადამიანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით აჭარის ეკონომიკაში. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებას მოგზაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა, პირველკურსელებს კი, რომელთაც დღეს ფიცი დადეს, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„ჩვენ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ, რომ გაძლიერდეს როგორც სტუდენტების მხარდაჭერა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების, ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას თითოეულ კურსანტსა და მეზღვაურს იყოს კონკურენტუნარიანი და მსოფლიოს ყველა წერტილში ღირსეულად წარმოადგინოს ეს პროფესია და ჩვენი ქვეყანა.
ბოლო წლებში განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო მეტ სოციალურ და შრომით გარანტიებს მისცემს დასაქმებულ მეზღვაურებს. მე მსურს ქედი მოვიხარო იმ მეზღვაურების და ოჯახების წინაშე, რომლებიც მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ“, - აღნიშნა რიჟვაძემ.