ენმ-ის ბრიფინგი მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციის პროექტზე

24 ივნისი 2024, 14:05 234 ნახვა

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ენმ საკრებულოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ამბობენ, რომ მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციისთვის მილიონობით გრანტი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯა და პროექტი დღემდე არაა დასრულებული.

ამბობენ, რომ მდინარე კინტრიშიდან ამოღებული ინერტული მასალა, რომელიც მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციას  უნდა მოხმარებოდა, უკანონოდ გაიფლანგა. ოპოზიცია ქობულეთის მერის და ადგილობრივ ხელისუფლების პასუხისმგებლობას აყენებს.

ოპოზიციის ბრალდებებს ქობულეთის მერიაში არ პასუხობენ. ამბობენ, რომ პროექტს თვითმმართველობა არ ახორციელებს.   

შპს "გზები", რომელიც ახორციელებდა ამ პროექტის სამუშაოებს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი