დაღესტანში შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამართალდამცველთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

24 ივნისი 2024, 10:13 237 ნახვა

დაღესტანში შეიარაღებული პირების მიერ კოორდინირებული თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამართალდამცველთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც, მათ შორის ერთი სასულიერო პირი.

„დღევანდელი ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელია, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ დაღესტნის სიმშვიდეს“, – განაცხადა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა.

მელიკოვმა აღნიშნა, რომ დაღესტანში სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ამასთან, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის განცხადებით, ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება, ვიდრე თავდასხმებში მონაწილე ყველა პირს არ გამოავლენენ. 

შეგახსენებთ, თავდასხმა ქალაქ დერბენტში მდებარე ეკლესიასა და სინაგოგაში განხორციელდა, ასევე ქალაქ მახაჩყალაში მდებარე სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე.

დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი