სან-ფრანცსიკოში ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა. ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სან-ხოსეს ბიბლიოთეკას 80 ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო აგრძელებს, საქართველოზე ცნობადობის ამაღლების მიზნით, დიასპორის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების მხარდაჭერას.