​ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

21 ივნისი 2024, 17:38 172 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა 112-ზე დარეკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულს ჯანმრთელობის ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ჩადენილ ქმედებებს ვერ აცნობიერებს. შემდეგი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი