ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა 

21 ივნისი 2024, 09:54 857 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გრძელდება მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი. შეჯიბრების პირველი დღეს საფარიკაო ბილიკები ხმლით მოფარიკავე ქალებს დაეთმოთ. შეჯიბრებაში 52 სპორტსმენი ჩაება.

საქართველოს ნაკრებიდან ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა, 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ ჯგუფში უფროსი თაობის ხუთიდან ოთხ მეტოქეს აჯობა.

დამარცხებულებს შორის აღმოჩნდა ტიტულოვანი უკრაინელი სპორტსმენი.  მსოფლიოს რეიტინგით ამჟამად მე-7 ადგილზე მყოფი ოლგა ხარლანი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი