აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოსმენა უმაღლეს საბჭოში დასრულებულია. გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 541 მილიონ 949 ათასი ლარით განისაზღვრა.
ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 542 მილიონ 562 ათას ლარი, რაც გეგმის 100 %-ზე მეტია - ფინანსური დოკუმენტის ეს პარამეტრები კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნო დღეს დეპუტატებს ჯაბა ფუტკარაძემ.
მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის მთავარი მიგნებები და შენიშვნებიც.