დასაქმების ფორუმი

20 ივნისი 2024, 14:48 1144 ნახვა

ბათუმი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. მასში სხვადასხვა სფეროდან აჭარაში მოქმედი 75 კომპანია მონაწილეობს. მათ ვაკანტური აქვთ 2 ათასზე მეტი ადგილი.   

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, არსებული კვალიფიკაციისა და სასურველი დასაქმების ხანგრძლივობის შესაბამისად შეარჩიონ სამუშაო ადგილები მათ შორის ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო,   ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.

ასევე შესაძლებელია უშუალოდ   დამსაქმებლისგან  მიიღონ ინფორმაცია  სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.  ადგილზევე გაეცნონ და დააინტერესონ კომპანიის წარმომადგენლები პირისპირ გასაუბრებისას.

რეგიონში მოქმედ კომპანიებთან პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების მიზნით,  ფორუმში მონაწილეობენ პროფესიული სასწავლებლებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში