ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

17 ივნისი 2024, 13:10 561 ნახვა

დასრულდა აჭარის რესპუბლიკური თამაშები 2024 მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის 70-მდე სკოლის ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ასპარეზობა სპორტის სამინისტროს მიერ ტარდებოდა, თუმცა წელს პირველად, ტურნირის ორგანიზატორი იყო აჭარის ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაცია.

შეჯიბრება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის, ერთეულთა და წყვილთა შორის გაიმართა. ვაჟთა შორის ტურნირის გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ხელვაჩაურის განთიადისა და ხულოს ვაშლოვანის საჯარო სკოლების გუნდები გავიდნენ.

გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილებზე განთიადისა და ვაიოს გუნდები გავიდნენ. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებისა და თასების გარდა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი