აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სოსო სტურუა აირჩია

17 ივნისი 2024, 12:21 768 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სოსო სტურუა აირჩია.

სოსო სტურუას მხარდაჭერა 11-მა დეპუტატმა გამოუცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვაკანტურია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთი კვოტა, რომელსაც პარლამენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დაამტკიცებს.

სოსო სტურუა 1992 წლიდან მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში. სხვადასხვა დროს იყო კორესპონდენტი, რედაქტორი, პროდიუსერი, მთ. რედაქტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

2013 წელს დაინიშნა აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. იმავე წელს ახლადდაარსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პირველ დირექტორად აირჩიეს, სადაც 2016 წლამდე იმუშავა.  2019 წელს იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი