გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. „ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ“ - კამპანიის ფარგლებში ტურისტულ სეზონზე გადატვირთულ ტერიტორიებზე საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსეს.
აქტივობის მიზანია მოსახლეობა გაუფრთხილდეს ბუნებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა 300-დან 500-ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
ხანძრის გაჩენის შემთხვევაში კანონი ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.