კანადამ უკრაინის დასახმარებლად 38,1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

17 ივნისი 2024, 10:31 394 ნახვა

კანადამ უკრაინის დასახმარებლად 38,1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ უკრაინული მედია კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარება ითვალისწინებს 10,9 მილიონი დოლარის დახმარებას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე იძულებით გადაადგილებული ბავშვების რეაბილიტაციისთვის და ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის. 14,5 მილიონი დოლარი გამოიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის აღსადგენად. 11,2 მილიონი დოლარი რეფორმებს მოხმარდება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი