პროექტი ქალთა გაძლიერებისთვის

16 ივნისი 2024, 11:35 386 ნახვა

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ხულოს მერიამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროექტი უკვე მეორე წელია  ხორციელდება მუნიციპალიტეტში. 

წელს, გასულ წელთან შედარებით გაიზარდა როგორც პროგრამის ბიუჯეტი, ასევე 1 ბენეფიციარზე დაფინანსების ოდენობაც და 1000 დან 7000 ლარამდე შეადგინა.  

დაფინანსების ბიუჯეტი მიმდინარე წელს 45 000 ლარია. თვითმმართველობასთან ერთად პროგრამის ფინანსური მხარდამჭერი  წელსაც კომპანია აჭარის წყალი ჯორჯიაა.

დაფინანსების მიმღებთა მსურველებს განაცხადების წარდგენა უკვე შეუძლიათ. გამარჯვებულებს  14 კაციანი კომისია გამოავლენს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში