სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

16 ივნისი 2024, 10:17 389 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"შვეიცარიაში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და „ქართულ ქარტიას“, როგორც საქართველოს გზამკვლევს, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან.

პრეზიდენტებმა განიხილეს, ასევე, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის საჭირო ნაბიჯები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი