„ზაფხული იწყება აქ“ - ფესტივალის ფარგლებში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები დღეს საღამოს 18 საათიდან დაიწყება.
მაყურებლის წინაშე ნიკოლშოუ, ოჩოს ქოხი, სალიო, მგზავრები , ასეა სულ და სხვა ცნობილი მომღერლები წარსდგებიან, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაგეგმილია კოსტიუმირებული მსველელობა, პანტომიმა, ფრანების შოუ, სთრით არტი, ასევე მოეწყობა თიხის ძერწვის მასტერკლასი.
პარალელურად დაგეგმილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა. „ზაფხული იწყება აქ „ - ფესტივალისთვის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 400 ათას ლარზე მეტი იხარჯება.