საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი

15 ივნისი 2024, 11:08 330 ნახვა

2024 წლის 5 თვეში, ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს: პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს, ჯამში, 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 39% ქართველია, ხოლო, 61% სხვა ქვეყნის მოქალაქე.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას, რომლის შედეგად, ვიზიტორებს ხვდებათ უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე.

წლის ბოლომდე დაგეგმილია ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიზნით 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ: ბორჯომ-ხარაგაულის, კინტრიში-მტირალას, ქობულეთის, თბილისის, თუშეთი-ფშავ- ხევსურეთი-ყაზბეგის- ეროვნულ პარკებში. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა ზედაზენზე თბილისის ეროვნულ პარკში და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება და სხვა.", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი