ხვალ და ზეგ ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი„ გაიმართება

14 ივნისი 2024, 11:44 2034 ნახვა

„ზაფხული იწყება აქ“ - ფესტივალის ფარგლებში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები ხვალ საღამოს 18 საათიდან დაიწყება. მაყურებლის წინაშე ნიკოლშოუ, ოჩოს ქოხი, სალიო, მგზავრები  ასეა სულ   და სხვა ცნობილი მომღერლები წარსდგებიან, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაგეგმილია კოსტიუმირებული მსვლელობა, ფრანების შოუ, სტრიტ არტი, ასევე მოეწყობა თიხის ძერწვის მასტერკლასი. 

პარალელურად დაგეგმილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა, ამ დროისთვის ფესტივალისთვის მზადება ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მონტაჟდება სცენა და დახლები.

ფესტივალისთვის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 400 ათას ლარზე მეტი იხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი