მასწავლებლის განვითარების კარიერულ სქემაში დაგეგმილი ცვლილებები, სახელფასო პოლიტიკა და ზოგადი განათლების რეფორმა-განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ანგარიში დღეს დეპუტატებს განათლების მინისტრმა ჩააბარა. მინისტრის საათის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი ამილახვარმა რამდენიმე ინიციატივაც გააჟღერა და თქვა რომ სკოლებში სადიაგნოსტიკო გამოცდების დანერგვა იგეგმება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი როდის და რა ფორმით დაინერგება სკოლებში სასკოლო კვება. როგორც მინისტრმა განაცხადა სკოლები უკვე შესწავლილია და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა.