ბათუმი ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) „გენერალურ ასამბლეას და შავი ზღვის მე-8 სამიტს“ მასპინძლობს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა. მან სიტყვით მიმართა დელეგატებს. ღონისძიებას, ორგანიზაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, წევრი ქვეყნების რეგიონებიდან ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან.
„შავი ზღვის მე-8 სამიტი 2024“ მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს. საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - ევროკავშირის გაფართოვება და შავი ზღვის რეგიონი, როგორც სასიცოცხლო რგოლი კეთილდღეობისთვის; ინოვაციები და სტარტაპები; ევროკავშირთან თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში.