უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ევროოდისეას ფარგლებში აჭარის განათლების მინისტრსა და პროგრამის უცხოელ წარმომადგენლებთან, ასევე სტაჟირების მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარია სამომავლო გეგმებზე, მათ შორის სტაჟირების პროგრამებისა და მონაწილეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. უცხოელი კოლეგები პროგრამის მონაწილეებს გაუზიარებენ ინფორმაციას პროგრამაში მონაწილეობის პროცედურის, ეტაპებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.
აჭარის განათლების სამინისტრო უცხოეთში სტაჟირების პროგრამას 2006 წლიდან ახორციელებს ,რომლის ფარგლებშიც 139 - მა ახალგაზრდამ აიმაღლა კვალიფიკაცია, ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი სტაჟირება 32 - მა უცხოელმა გაიარა.