აქტივისტ ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს თბილისში რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
აქტივისტი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას გამოკვლევები უტარდება.
ოპოზიციის განცხადებით, აქტივისტებზე თავდასხმებს ''ქართული ოცნება'' ახალისებს.
საუბრობენ შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში დღეს დილით გავრცელებულ ფეისბუქ პოსტზე.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყველანაირ ძალადობას.