ტურისტული სეზონი აჭარაში

09 ივნისი 2024, 20:02 402 ნახვა

საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ზაფხულის ფესტივალით 15 ივნისს გაიხსნება, ზღვისპირა ქალაქი ტურისტების მისაღებად მზად არის. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში განმარტავენ რომ არსებულ ლოკაციებს ახალი მიმართულებები ემატება, კერძოდ ტურისტულ რუკას დაემატა ბზანას ჩანჩქერი, ღომა ნამონასტრევის მარშრუტი, ასევე ჭვანის ხეობაში ბრილისა და ლელთის დამაკავშირებელი მარშრუტი. 

მიმდინარე წელსაა დაგეგმილი ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ზუნდაგაში ჩანჩქერთან მისასვლელი სამ კილომეტრიანი ბილიკის მშენებლობა. რაც შეეხება უკვე არსებულ  ტურისტულ ლოკაციებს, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის  და ბილიკის მოწყობა იგეგმება ცინარეთის ციხის ნანგრევებთან, სამუშაოებისთვის 25 ათასი ლარი დაიხარჯება, ასევე გრძელდება ხიხანის ბილიკის მშენებლობა, ახალი ბილიკის მოწყობისთვის  ბიუჯეტიდან 332 000 ლარია გაწერილი.

ახალი ტურისტული ლოკაციების პარალელურად ვიზიტორებს აჭარაში 4 დაცული ტერიტორიის დალაშქვრა შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი