მოლდოვა ცდილობს ჩინეთთან კავშირები გააძლიეროს - მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

09 ივნისი 2024, 13:24 362 ნახვა

მოლდოვასა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში მიღწეულია ღირსეული პროგრესი, - ამის შესახებ, მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპსოიმ განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვის ექსპორტი ჩინეთში, ბოლო წლებში, გაიზარდა.

„მოლდოვას სურს გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ჩინეთთან, ორივე ქვეყნის ორმხრივი კეთილდღეობისთვის“ - განაცხადა მიხაი პოპსოიმ.

მან, ასევე, მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ, მოლდოვას სუვერენიტეტის აღიარებისთვის.

პოპსოიმ განაცხადა, რომ მოლდოვასა და ჩინეთის ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართალს. მან დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობების მრავალწლიანი პოზიტიური დინამიკა და გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი, განსაკუთრებით ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ღირსეული პროგრესი იქნა მიღწეული ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში მოლდოვასა და ჩინეთს შორის, თქვა პოპსოიმ და აღნიშნა, რომ მოლდოვის ექსპორტი ჩინეთში, ბოლო წლებში, გაიზარდა. ასევე, აღნიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, კიდევ უფრო, გააძლიერებს ვაჭრობას, განსაკუთრებით მოლდოვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ღვინის ექსპორტს ჩინეთში.

მისივე თქმით, ჩინეთი მოლდოვის ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორია.

ვიცე-პრემიერი ასევე მიესალმება ჩინურ ინვესტიციებს მოლდოვაში, განსაკუთრებით ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაში, რათა მოლდოვა გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი და ააშენოს მდგრადი ეკონომიკური სისტემა.

”ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია. მოლდოვისთვის ძლიერი თანამშრომლობა მის ერთ-ერთ რეგიონთან, ან თუნდაც მის ერთ-ერთ დიდ ქალაქთან, ნიშნავს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს”, - თქვა პოპსოიმ.

მან ასევე გამოთქვა სურვილი, გააფართოოს ტურიზმი, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და მოიწვიოს მეტი ჩინელი ვიზიტორი მოლდოვის უნიკალური გასტრონომიის, კულტურისა და ღვინის გასაცნობად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი