ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან გახსნილი იქნებოდა მოლაპარაკებები - შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2024, 10:23 351 ნახვა

2024 წლის თავისუფლების ინდექსი, კიდევ ერთხელ, აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს მრავალი მიმართულებით, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ეს მონაცემები, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.

„ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი აფასებს 164 ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორებიცაა, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება.

 

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან, უკვე, გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი