რიგით 119-ე იუსტიციის სახლი გაიხსნა სამტრედიაში. ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალ იუსტიციის სახლში სამტრედიელები კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებენ.
მისივე თქმით, კიდევ 14 იუსტიციის სახლი გაიხსნება.