ირაკლი კობახიძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობას გაეცნო

05 ივნისი 2024, 14:44 680 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერი პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი.

პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტს ახორციელებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მისი ბიუჯეტი 17 388 170 ლარია.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი