ტორონტოს უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

04 ივნისი 2024, 10:55 205 ნახვა

ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა სპეციალურ ცერემონიაზე ღაზაში ომის დროს დაღუპული პალესტინელი სტუდენტების ხსოვნას პატივი მიაგეს, რომლებიც, მათი თქმით, ვერასოდეს შეძლებენ სწავლის დასრულებას.

ღონისძიებაზე, რომელიც  ტორონტოს უნივერსიტეტის გამოსაშვები ოფიციალური ცერემონიის წინ გაიმართა, კურსდამთავრებულებმა გამოსაშვები ქუდები ცარიელ სკამებზე დადეს და  ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპული  კოლეჯის ასაკის პალესტინელების სახელები წაიკითხეს.

ღაზის 12-ვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განადგურდა ან დაზიანდა ისრაელის თავდასხმების შედეგად, რის გამოც თითქმის 90 ათასი სტუდენტი აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, ხოლო 350-ზე მეტი პედაგოგი და პროფესორ-მასწავლებელი დაიღუპა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში