ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ გატაცებული კიდევ ოთხი ისრაელელი მძევალი ტყვეობაში დაიღუპა. სამხედრო უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბოლო სადაზვერვო მონაცემებით დადასტურდა ამ ოთხი ისრაელელი მძევლის გარდაცვალება.
ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში გატაცებული 250-ზე მეტი ისრაელელიდან 120-მდე დღემდე ჰამასის ტყვეობაში რჩება.