კილიან მბაპე მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელია

03 ივნისი 2024, 22:47 406 ნახვა

ოფიციალურად კილიან მბაპე მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელია. "სამეფო კლუბმა" ტრანსფერი სპეციალური ვიდეოთ დაადასტურა.

ფრანგ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წარადგენენ.

'რეალმა'' 25 წლის სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ,რომ ფლორენტინო პერესი რამდენიმე წელია მბაპეს დამატებას ცდილობს. საბოლოო ჯამში კი პერესმა ფრანგის ტრანსფერის დახურვა მაინც მოახერხა.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი