საქართველოში ყველაზე მეტად სტიქიური ზონა აჭარაა - გარემოს ეროვნული სააგენტო

03 ივნისი 2024, 14:44 425 ნახვა

აჭარაში სხვადასხვა სტიქიის არეალში 308 დასახლებული პუნქტია მოქცეული. შესაბამის გეოლოგიურ ბიულეტენს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მეტად სტიქიური ზონა აჭარაა.  

300-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან 132 მოქცეულია მაღალი რისკის ზონაში, საშუალოში - 119, დაბალში კი - 57.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ ცნობარში, რუქების სახით ასახულია საშიში გეოლოგიური პროცესების  მიმდინარე თუ პროგნოზირებადი არეალები.

ზიანის შემცირების მიზნით სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პირველ რიგში მართვითი ღონისძიებები გატარდეს, როგორიცაა ზედაპირული ჩამონადენების რეგულირება და ერთ სისტემაში მოყვანა, სადრენაჟო ღონისძიებების გატარება, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და ნაპირდამცავი ღონისძიებების გატარება.

ბიულეტინი რეკომენდაციის მიზნით გადაეგზავნება ყველა ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი