ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში დღეს იმართება

03 ივნისი 2024, 11:11 917 ნახვა

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში დღეს იმართება. ღონისძიებები ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. 

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დილის თერთმეტი საათიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში დაიწყო. ბათუმის კულტურის ცენტრში განმარტავენ, რომ პატარების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ.

ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება, მოეწყობა გამოფენა გაყიდვა.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 30-მდე სტუდიის 1 500-მდე აღსაზრდელი მონაწილეობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი