სერბეთის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს 

03 ივნისი 2024, 09:58 355 ნახვა

სერბეთის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში  ოპოზიცია დაამარცხა. ხმების წინასწარი დათვლის თანახმად, ალიანსმა, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტ ვუჩიჩის  სერბეთის პროგრესული პარტია, დედაქალაქში ხმების 52,9% მოიპოვა.

მეორე ადგილზე ხმების  17,2% გავიდა იურისტ სავო მანოილოვიჩის  მემარჯვენე-ცენტრისტული  მოძრაობა კრენი-პრომენი. 

არჩევნების განმეორებითი ტური ბელგრადში 17 დეკემბრის საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა, რომელიც ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, დარღვევებით, მედიის მიკერძოებითა და ხმების მოსყიდვით ჩატარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში