აჭარის მთავრობის სხდომა

30 მაისი 2024, 18:05 374 ნახვა

ზაფხულის ტურისტული სეზონი 9 ივნისს გაიხსნება- სამზადისის შესახებ დავალება რეგიონის პირველმა პირმა ტურიზმის დეპარტამენტს უკვე მისცა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონი ღირსეულად უმასპინძლებს ვიზიტორებს. ზრდის დინამიკაა აეროპორტში, ფრენები ამ დროისთვის 12 მიმართულებითაა შესაძლებელი.

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ბულვარი და მაღალმთიანი აჭარა ტურისტულ სეზონს. ჯანდაცვის მიმართულებით კი იზრდება დაფინანსებები.

რაც შეეხება განალების სფეროს, სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია კვლავ დღის წესრიგშია. 12 სკოლა იქნება აღჭურვილი ლაბორატორიებით. სტუდენტების სტიპენდიის ზრდა და დაფინანსება მოხდება რეგიონული ბიუჯეტიდან.

ასევე დაგეგმილია სხვადასხვა პროგრამის განხორციელება და ბენეფიციართა მეტი ჩართულობა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი