რა ვითარებაა მობილური მომსახურების ბაზარზე

30 მაისი 2024, 14:46 351 ნახვა

საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარი  სტაგნაციას განიცდის, არის არაკონკურენტული და ხასიათდება ინოვაციების სიმწირით, ხოლო „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია -  წერია კომუნიკაციების კომისიის  დასკვნაში. 

დასკვნა მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა მოამზადეს. კვლევამ აჩვენა, რომ  „მაგთიკომის“  უპირობო ლიდერობა   აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ბაზარზე    შესვლის ბარიერებს ზრდის და აფერხებს კონკურენციას.

აღნიშნული კი,  თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის შემზღუდველ გარემოს ქმნის - აღნიშნულია დასკვნაში.  უცხოელი ექსპერტების განცხადებით, „მაგთიკომს“ სპეციფიკური ვალდებულებები  უნდა დაეკისროს. მათი  რეკომენდაციით „მაგთიკომმა“  საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვას ყველა მსურველი ოპერატორი, რაც კვლევაზე დაყრდნობით, ბაზარს გახსნის, გააუმჯობესებს კონკურენციას და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი