იაპონია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებას გმობს

30 მაისი 2024, 09:48 411 ნახვა

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ  დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ 10 მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვება. სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რაკეტები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან მდებარე სუნანის რაიონიდან  ადგილობრივი დროით  6:14 წუთზე ისროლეს, რომლებიც  დაახლოებით 350 კმ-ის დაფარვის შემდეგ  ზღვაში ჩაცვივდა.

ბალისტიკური რაკეტების გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ორშაბათს ვერ შეძლო მეორე ჯაშუში თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება, რადგან ცოტა ხნის წინ  შემუშავებული სარაკეტო ძრავა ფრენისას აფეთქდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში