ჩინეთს არაბულ ქვეყნებთან  მწვავე საკითხებში მუშაობა სურს

30 მაისი 2024, 09:48 320 ნახვა

ჩინეთს სურს ითანამშრომლოს არაბულ ქვეყნებთან, რათა გადაჭრას მწვავე საკითხები სამართლიანობის,   გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ამის შესახებ  ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში ჩინეთ-არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  ჩინეთი ცდილობს  არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერების გზით მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის  მოდელი შექმნას.

ღაზაში ომის შესახებ საუბრისას, ჩინეთის ლიდერმა თქვა, რომ ომი არ შეიძლება გრძელდებოდეს უსასრულოდ, სამართლიანობა არ შეიძლება მუდმივად ირღვეოდეს და აუცილებელია "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის" მტკიცედ დაცვა. პეკინი არაერთხელ გამოვიდა პალესტინა-ისრაელის კრიზისის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზით მოგვარების, ასევე ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის და პალესტინის გაეროში გაწევრიანების მოწოდებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი