რუსულმა რაკეტებმა ტორეცკში ორი ადამიანი იმსხვერპლა

29 მაისი 2024, 14:40 323 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ტორეცკში რუსული მართვადი ბომბების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და  ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ დაზიანდა, განაცხადა დონეცკის რეგიონის გუბერნატორმა.

გუბერნატორის მიერ გავრცელებულ სურათებში  დაზიანებული შენობები და ნამსხვრევებია დაფისირებული. ფილაშკინი ტელეგრამ-არხზე   წერს,   რომ რუსულმა ძალებმა სამი ბომბი ესროლეს  ქალაქს,  რომელიც დონეცკის რეგიონული ცენტრის ჩრდილოეთით მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. დგინდება  დაღუპულთა რაოდენობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში