448 ახალწვეულმა ფიცი დადო

26 მაისი 2024, 14:50 348 ნახვა

დილის ათი საათიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები.

448 ახალწვეულმა ფიცი, დედაქალაქსა და საქართველოს 5 სხვადასხვა კუთხეში, ერთდროულად დადო.

"ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე" - ეს სიტყვები თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად ისმოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი