„Air Baltic”-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

23 მაისი 2024, 16:26 438 ნახვა

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. „ბათუმი - ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება“ ამ სათაურით სტატია ავიაკომპანია ,,Air Baltic”-ის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  საიმიჯო სტატიაში საუბარია მთისა და ზღვის პროდუქტების სინთეზზე, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ასევე ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე.

"არ აქვს მნიშვნელობა ისტორიით ხართ დაინტესებული, არქიტექტურით, ბუნებით თუ უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დასვენებით, ბათუმს ყველა კატეგორიის ტურისტვისთვის აქვს შესათავაზებელი პროდუქტი“, ნათქვამია სტატიაში.

სტატიას მკითხველი საბორტო ჟურნალის მაისი-ივლისის ნომრებში გაეცნობა.

ავიაკომპანია “Air Baltic” 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ჟურნალი “Baltic Outlook” მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა. საიმიჯო სტატიის გამოქვეყნება იგეგმება ავიაკომპანია „Wizz Air” -ის საბორტო ჟურნალებშიც", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი