რუსეთში ქრთამის აღების ბრალდებით უკვე მეოთხე სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს 

23 მაისი 2024, 13:31 438 ნახვა

რუსეთში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად.

რუსეთის შეიარაღებულ ძალების კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს უფროსს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ შამარინს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გენერალს სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების დროს ქრთამის აღება ედება ბრალად. ბოლო ერთ თვეში რუსეთში უკვე მესამე სამხედრო მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში