საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

22 მაისი 2024, 19:37 431 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის, და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.

მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ირანის პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი